გორში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე საგზაო მონიშვნებისა და ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
“პროექტი ითვალისწინებს, საგზაო მონიშვნის 156 და საგზაო ნიშნის 63 გაჩერებაზე მოწყობას. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს”, – ნათქვამია ინფომაციაში,
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “როუდ სეიფთი სისტემს” 38 390 ლარად ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი