ახალი ამბები

“ემეგობრე პოლიციას” – შსს 12 ოქტომბერს გორში მოქალაქეებთან შეხვედრას გეგმავს

“ემეგობრე პოლიციას” კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ შეხვედრას გორში გეგმავს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია  „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება ქვეყნის მასშტაბით. კამპანიის ფარგლებში, ქალაქ გორში ღონისძიება გაიმართება 12 ოქტომბერს, 15:00 საათზე”. 

შსს შეხვედრას სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, შადრევთან გამართავს. 

კამპანიის “ემეგობრე პოლიციას” დაფინანსება დაახლოებით 200 000 ლარია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.