სოფელ დვანში ბორდერიზაცია გრძელდება – რუსი ფორმიანები ახალ მავთულხლართებს სოფლის განაპირას ავლებენ.
უკანონო სამუშაობი გუშინ დაიწყო და დღეს დილითაც განახლდა.
ადგილზე ოკუპანტები სატვირთო მანქანებით არიან მობილიზებული და უკანონო სამუშაოებს რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე ახორციელებენ.
ფორმიანებმა ჯერ ლითონის ძელები აღმართეს, მოგვიანებით კი მავთულხლართები გააბეს.
უკანონო სამუშაოების გადაღების საშუალება მედიას ამ დრომდე არ აძლევა, მიზეზად ჟურნალისტების უსაფრთხოება სახელდება.
ბორდერიზაციის ფაქტზე სუსმა ცხელი ხაზი აამოქმედა. ადგილზე დღეს ევროკავშირის სამდამკვირებლო მისი ჩავიდა.
დატოვეთ კომენტარი