ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერად დანიშვნის შემდეგ, შვებულება 4-ჯერ აიღო. გორის მერიის ინფორმაციით, ის შვებულებაში ჯამში 35 დღით იმყოფებოდა. აქედან 19 დღე ანაზღაურებადი შვებულება იყო.
დოკუმენტის მიხედვით, ბოლოს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შვებულებაში 15.09.2022 – 30.09.2022 პერიოდში იმყოფებოდა, რომლის ნაწილიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასაც პორტსმენებს ავარჯიშებდა.
აღსანიშნავია, რომ იგივე მიზეზით გორის მერი აშშ-ში არჩევიდან 2 თვის შემდეგაც წავიდა.
ინფორმაციისთვის, გორის მერს შვებულებაში გასვლის თაობაზე განცხადების დაწერა არ სჭირდება.
დატოვეთ კომენტარი