ხაშურში, რუსთაველის ქუჩიდან გამოსახლებულ მამისა ჯაფარაშვილსა და აქციის სხვა მონაწილეებს ხაშურის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი შეხვდა.
მოქალაქეებმა ხაშურის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, მანამდე კი გზა გადაკეტეს.
“ჩვენგან რას ითხოვთ?”, – ამ კითხვით მიმართა ჩიტიაშვილმა აქციის მონაწილეებს.
“ეს არის სისტემური და ერის პრობლემა, თუ ეს არ შეიცვალა, არაფერი მოგვარდება. თქვენ როგორც ხელისუფლების დაბალი რგოლის წარმომადგენელს აუცილებლად გევალებათ, იცოდეთ რა ჭირდება თქვენს ხალხს”, – უთხრა მამისა ჯაფარაშვილმა ხაშურის მერს.
“თქვენ რას ითხოვთ ჩვენგან, რა საკითხი დავაყენო, რომ ბანკიდან კრედიტებს, რომ იღებენ და ვერ იხდიან …{ჩამოეწეროთ?}”, – უთხრა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მამისა ჯაფარიშვილი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა, პროკრეტიტ ბანკში საბანკო ვალდებულებების გამო.