9 ოქტომბერს გორში ქალაქის დღესასწაული “გორის დღე” აღინიშნება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული ჯგუფები მიიღებენ.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ შემსრულებლებს “თამადა” და ჯგუფი “რეგიონი” 22 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.
” 9 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების ,,გორის დღე“ ფარგლებში მუსიკოს შემსრულებლის ლაშა ჩხაპელიას (თამადა) გასართობი მომსახურების შესყიდვა – 10 000 ლარი.
” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ 9 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების ,,გორის დღე“ ფარგლებში მუსიკალური ჯგუფი ,,რეგიონი“-ს ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით გასართობი მომსახურების შესყიდვა – 12 000 ლარი”, – ვკითხულობთ ხელშეკრულებებში.
კონცერტი ლობჭაბუკის სკვერში, 19:00 საათზე დაიწყება.