ავტორი: დუდანა ნიპარიშვილი, მასწავლებელი
ბავშვები იმ ენაზე იწყებენ საუბარს, რომელიც მათ ესმით. ნებისმიერი უცხო ენის სწავლების პროცესში მეტყველება ვერ იქნება სრულყოფილი თუ იგი არ გაივლის განვითარების პროცესს.
ფონეტიკის პრობლემები ზეგავლენას ახდენს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეების საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნის ბავშვებს მეტი წვდომა აქვთ ნებისმიერ სასწავლო რესურსთან, ჩემი დაკვირვების შედეგად, წარმოთქმის პრობლემები იყო და არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ინგლისური ენის სწავლა/სწავლების პროცესში.
სრულფასოვანი კომუნიკაცია გულისხმობს ლექსიკური ერთეულების, გრამატიკული სტრუქტურებისა და ინგლისური ენის ფონემების სწორ გამოყენებას. დაწყებით საფეხურზე კი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფონემების სწორად წარმოთქმას, სწავლების ამ საფეხურზე არასწორად წარმოთქმული სიტყვის შესწორება-გამოსწორება ძალიან რთულია.
Dr.Seuss-ის 400 -ზე მეტი წიგნი და მასზე გადაღებული ანიმაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გუნდური რეპეტიციის, ბარათების, წყვილებში მუშაობის და სხვადასხვა თამაშების გზით, შეისწავლოს სხვადასხვა სიტყვები თუ ფრაზები.
სამეტყველო უნარის განვითარების გზაზე სათანადო ჟესტების, მიმიკების, ინტონაციების, ნახატების, პოსტერების, ბარათების გამოყენება მოსწავლეებს უმარტივებს ახალი სიტყვების აღქმას, გამოთქმასა და დამახსოვრებას.
ინგლისური ენის სრულად დაუფლება წარმოუდგენელია ვარჯიშის გარეშე.
სწავლა/სწავლების პროცესში მკვლევარების თუ მეცნიერების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სავარჯიშოები უზრუნველყოფს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს, და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს მეტყველების უნარის განვითარებას. მოსწავლეების აქტივობები ისე უნდა იქნას შეირჩეს, რომ ისინი ლოგიკურ ბმაში იყვნენ მათ ინტერესებსა და თემებთან, რომლებიც გამოხატავენ მათ არჩევანსა და სურვილს. ხოლო როდესაც მათი არჩევანი და სურვილი თანხვედრაშია დავალებებთან, ისინი უფრო მარტივად ახერხებენ ფონეტიკური ერთეულების სწორად გამოთქმას.
ამ საკითხებთან დაკავშირებით პედაგოგიური კვლევა განვახორციელე. კვლევაში გამოვიყენე შერჩევის ორი ტიპი:
- სრული შერჩევა – საკვლევი პრობლემის შესასწავლად დავგეგმე კითხვარები მოსწავლეებთან და მშობლებთან.
- მიზნობრივი შერჩევა – გამოვიყენე მოსწავლეებთან რომლებსაც არ აქვთ წარმოთქმის პრობლემები და კოლეგებთან.
საკვლევი საკითხის განსაზღვრისას გავითვალისწინე, ის რეალური პრობლემა, რაც კონკრეტულად ჩემს საგანში მხვდებოდა მრავალი წლის მანძილზე განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხური მოსწავლეებთან. ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ პრობლემა, რომელიც საკვლევ საკითხად შევარჩიე, იყო აქტუალური.ვფიქრობ. კვლევა წარმატებით განხორციელდა, რასაც ადასტურებს ინტერვენციის შემდგომი დაკვირვება და შედეგების ანალიზი.
მოსწავლეებთან გასაუბრებამ აჩვენა, რომ საგაკვეთილო პროცესში განხორციელებულმა სტრატეგიებმა, რომლებიც ორიენტირებული იყო წარმოთქმის პრობლემების დაძლევაზე, გამოიწვია მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა, გააუმჯობესა მათი წარმოთქმა, აამაღლა მოსწავლეების ინტერესი ინგლისური ენის მამართ. მოსწავლეები დაეუფლნენ ახალ უნარ-ჩვევების ბგერების აღქმის კუთხით, მეტად განასხვავეს მშობლიური და ინგლისური ენის ბგერები ერთმანეთისგან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის წარმოების პროცესში მე, როგორც პედაგოგმა, მივიღე სარგებელი, მნიშვნელოვნად განვივითარე პედაგოგიური კვლევის წარმართვისთვის საჭირო უნარები და მიღებული ცოდნა კოლეგებსაც გავუზიარე.