ახალი ამბები

ხაშურის #7 სკოლამ განალების კოალიციის და გაეროს ბავშვთა ფონდის კონკურსში გაიმარჯვა

ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, საჯარო სკოლებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. შედეგად, სკოლაში ციფრული რესურსის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდება.

კონკურსის გამარჯვებულად მეშვიდე საჯარო სკოლა “ CK 12 საგანმანათლებლო პლატფორმამ შეარჩია.

ინფორმაციისთვის, “CK 12″ წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლათფორმას, რომლის მიზანიც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი