ახალი ამბები

ქალი, რომელიც შვილიშვილს მარტო ზრდის, დახმარებას ითხოვს

60 წლის რიმა ლურსმანაშვილი 7 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია და შვილიშვილი აგარაში, ავარიულ სახლში ცხოვრობენ. 

“ბავშვს მინდა, რომ ელემენტარული პირობები შეუქმნა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ”, – გვეუბნება რიმა.

ის წუხს, რომ საკუთარი შვილიშვილისთვის მყუდრო სივრცის მოწყობა არ შეუძლია.

“სახლში არ გვაქვს არც საპირფარეშო და არც აბაზანა. იატაკიც დაზიანებულია. სულ მაგაზე ვწუხვარ, რომ ბავშვს ნორმალური ჭერი არ აქვს”.

რიმას სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს, თუმცა როგორც გვეუბნება, ყოველთვიური დახმარება ხშირად სასურსათო პროდუქტების შესაძენადაც არ ჰყოფნის. 

“სოციალური არაფერში გვყოფნის. თუ ვინმე არ დაგვეხმარა, ალბათ ერთ დღესაც ჭერი თავზე ჩამოგვენგრევა და სულ ისე დავრჩებით”.

დატოვეთ კომენტარი