“ეს შენობები არ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ შენარჩუნებულიყო მასზე ომის ფრანგმენტები”, – ასე ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე სტალინის გამზირზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის დროს, 2008 წლის ომის შემდეგ შემორჩენილი ნატყვიარების გადალესვას.
“კომუნისტების პერიოდის მერე ამ შენობებს რეალური რეაბილიტაცია არ ჰქონია. გამომდინარე იქიდან, რომ გორი ერთ-ერთი მთავარი მუნიციპალიტეტია ტურისტული თვალსაზრისით, აქ ტურიზმი მაღალ დონეზეა. აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობები ისეთი გვაქვს, რომ უამრავი ტურისტი მოდის. რა თქმა უნდა მიუღებელი იყო ასეთი ჩაშავებული შენობები დაენახა ტურისტს, რომელიც ფაქტიურად 80-იან წლებში იყო რეაბილიტირებული”,- ამბობს რაზმაძემ.
მისივე თქმით, შენობების მდგომარეობა 2008 წლის ომის შემდეგ, დოკუმენტურად შენახულია და ფასადების გადალესვით, ისტორია ვერ წაიშლება.
“რაც შეეხდება 2008 ომის კვალს, რომელიც ამ შენობებს ეტყობოდა, ეს ყველაფერი დოკუმენტურად აღნუსხულია, ეს ყველაფერი არსებობს ტალიავინის დასკვნაში, ფოტოები არსებობს, ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ოკუპანტმა აქ სისხლის კალო დააყენა. ეს შენობები არ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ შენარჩუნებულიყო მასზე ომის ფრანგმენტები”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, სტალინის გამზირზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოხდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე შემორჩენილი ნატყვიარების გადალესვა.