ახალი ამბები

“ასე წაშალეს მთელი ისტორია” – გორში 2008 წლის დროს დარჩენილი ნატყვიარები გადალესეს 

“ეს ადგილი იყო ჩემი ტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან იყო უამრავი ნატყვიარი კედელზე, 2008წლის შედეგები, რაზეც ვესაუბრებოდი ტურისტებს”,- წერს ჟანა ოდიაშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში, სტალინის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის კედელი, რომელზეც 2008 წლის ომის დროინდელი ნატყვიარი იყო შემორჩენილი გადალესეს. 

“ახლა ხედავთ რაცაა, მახინჯურად გადალესილი მთლიანი კედელი. ასე წაშალეს მთელი ისტორია. გამწარებული ვარ უბრალოდ. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ აზროვნებს გორის მერიაში?”, – წერს ჟანა. 

ინფორმაციისთვის, ჟანა ტურისტებს გორის მასშტაბით, საფეხმავლო ტურს სთავაზობთ და ქალაქის შესახებ ვრცელ ინფორმაციას აწვდის. 

დატოვეთ კომენტარი