აგარელებმა სკვერი საკუთარი რესურსებით მოაწესრიგეს. პირველ ეტაპზე, ადგილობრივებმა სკამები შეღებეს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ინიციატორი დათო ქველიძე ამბობს, საღებავები და სხვა საჭირო ინვენტარები ადგილობრივები თავად შეიძინეს, რადგან დაფინანსებაზე მერიისგან უარი მიიღეს.
“მერიამ დაფინანსებაზე უარი გვითხრა, თანხები არ გვაქვსო და ამიტომ ჩემი დიდი სურვილი და ადგილობრივების ჩართულობით, ასეთი აქცია მოვაწყეთ. შევაგროვეთ გარკვეული თანხა და აგარის სკვერში სკამები შევღებეთ. სამომავლოდაც, მინდა გავაგრძელო ეს პროცესი”, – გვითხრა ქველიძემ.
მისი თქმით, სკვერზე ზრუნვის გასაგრძელებლად, ადგილობრივები ახლა ფინანსების მოძიებას ცდილობენ.
დატოვეთ კომენტარი