ახალი ამბები

ქარელში, 5 სექტემბერს გახსნილ საცურაო აუზს, ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს

ქარელის მერიის მიერ 5 სექტემბერს, საზეიმოდ გახნილ საცურაო აუზს, ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს. 

“აუზს არ ყავს დირექტორი, ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს”, – გვითხრეს მერიაში. 

საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება. 

დირექტორის გარდა, აუზს ამ დრომდე არ ჰყავს ბუღალტერი და მაშველი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები