გორის „დილას“ აკადემიის აღზრდილი, 21 წლის ნიკა გაგნიძე თურქეთში, საქართველოს 21 წალმდე ნაკრებთან ერთად იმყოფება და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება.
26 სექტემბერს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, თურქეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე ივარჯიშა. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა ნიკა გაგნიძეც.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 27 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული შეხვედრა ნიკა გაგნიძისა და საქართველოსთვის 2022 წლის უკანასკნელი სანაკრებო მატჩი იქნება და აქედან გამომდინარე, კალენდარული წლის წარმატებით დასრულება სვანაძისა და მისი შეგირდებისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
24 სექტემებრს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქალაქ კუვილიაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-1 დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა ნიკა გაგნიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.