ახალი ამბები

12 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება

12 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევას. გამოძიების ვერსიით, 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა არასრულწლოვანი გაიტაცა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. მისი განმარტებით, საქმეზეე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

“დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება, საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, შემდეგ იქნება სასამართლოს სხდომაც”, – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავები ბრალდებულ მამაკაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. იგი ბრალს არ აღიარებს.

დატოვეთ კომენტარი