ახალი ამბები

აგარაში, წერეთლის ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობას და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

აგარაში, წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები მინი სტადიონის მოწყობას და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. 

როგორც “მოზაიკას” ადგილობრივმა ნინო გულიაშვილმა უთხრა, მათ ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესირება წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. 

“ბავშვები ქუჩაში თამაშობენ, მტვერში. თქვენ თვითონაც ხედავთ, გზა რა მდგომარეობაშია”, – გვითხრა ნინომ. 

მისი თქმით, ქუჩის მაცხოვრებლებმა წინასააღცევნო დაპირების შესრულების თხოვნით, მერის წარმომადგენელსაც მიმართეს. 

“თემურ ხმალაძესთან რამდენჯერმე ვიყავით მისულები. ბოლოს ისღა გვითხრა, მე ვერ დაგეხმარებით, მუნიციპალიტეტის მერს მიმართეთო. ვაპირებთ, რომ ქარელში ჩავიდეთ და ზაზა გულიაშვილს შევხვდეთ”.

მერის წარმომადგენელს “მოზაიკაც” დაუკავშირდა. როგორც ხმალაძემ გვითხრა, წერეთლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალშია.

“ეს საკითხი მოსახლეობასთან ერთად ჩემი წუხილიც არის. გვაქვს გეგმაში ამ ქუჩის რეაბილიტაციაც და მინი სტადიონის გაკეთებაც. დროს, თუ როდის დაიწყება მისი მშენებლობა, მოსახლეობას თავად გავაგებინებთ”, –  გვითხრა თემურ ხმალაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი