ენმ -ს შიდა ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ტოვებს, თუმცა რჩება პარტიაში. მან აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა. საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს . ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერავს რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა. ! პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს , მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს. ძალა ხალხშია! ძალა სიმართლეშია!”, – წერს ბასიშვილი.