ახალი ამბები

ქარელის 16 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი მეორედ გამოცხადდა 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 16 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოსაწყობად. უწყებამ სამუშაოებისთვის 57 111 ლარი გაითვალისწინა. 

აღსანიშნავია, რომ უწყებამ აღნიშნულ საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის მოსაწყობად ტენდერი 5 თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო, რის გამოც ქარელის მერიამ სამუშაოების შესყიდვა ვერ შეძლო. 

“მოზაიკა” გთავაზობთ საბაშვო ბაღების ჩამონათვალს, სადაც ქარელის მერიას გათბობის სისტემის მოწესრიგება აქვს დაგეგმილი: 

  • სოფელ ქვემოხვედურეთის საბავშვო ბაღის წყლის გამათბობლის შეცვლა, თანხით არაუმეტეს- 1132,06 ლარი;
  • ზემოხვედურეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 3540,74 ლარი;
  • აბისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 2458,76 ლარი;
  • სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს- 6260,66 ლარი;
  • ბრეთის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3168,25 ლარი;
  • სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 724,29 ლარი;
  • ურბნისის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3011,01 ლარი;
  • ფცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3086,69 ლარი;
  • სოფელ წვერის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3711.49 ლარი;
  • სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 9590.72 ლარი;
  • ქარელის N I საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 4508.51 ლარი;
  • ქარელის II საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 3142.75 ლარი;
  • რუისის №1 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2314,93 ლარი;
  • რუისის №3 საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 2298.98 ლარი;
  • აგარის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 7982.39 ლარი;
  • ბებნისის მეურნეობის საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის მოწესრიგება, თანხით არაუმეტეს – 179.47 ლარი.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები