„იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ხაშურსა და კასპში,ორგანიზაცია „Let s Do It“ საქართველომ, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, ღონისძიება მოაწყო.
გარემოსდაცვითი თემატიკით მოიხატა ხაშურში, ლიტვის სკვერში არსებული ფასადი, კასპში კი სააკაძის სკვერის მიმდებარედ არსებული კედელი, – ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიები ავრცელებენ.
მერიების ცნობით, სხვადასხა აქტივობების გარდა, ახალგაზრდებმა დაასუფთავეს სკვერები და მიმდებარე ტერიტორიები.
“„Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა,”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტი მსოფლიო დასუფთავების დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი გზავნილი გარემოზე ზრუნვაა.
დატოვეთ კომენტარი