“აი იას” პატარები საერთაშორისო ფესტივალიდან გრან პრით დაბრუნდნენ, – ამის შესახებ “მოზაიკას” ანსამბლის მასწავლებელი ნანა სამხარაძე ესაუბრა.
სამხარაძის თქმით, გრან პრის გარდა, “აი იას” წარმომადგენლებმა ფესტივალზე საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
“ფესტივალზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ. ჩვენი ანსამბლი 7 პატარით იყო წარმოდგენილი. მათგან 2-მა გრან პრი მიიღო, დანარჩენებმა კი I, II, III ადგილები დაიკავეს”, – გვითხრა სამხარაძემ.
ფესტივალი “სულიკო”, რომელშიც 7 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩეხეთში ჩატარდა. ჟიური, რომელიც მონაწილეებს აფასებდა, ამ ქვეყნების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.
“ჟიურიში შედგებოდა ავსტრიის, გერმანიის, ჩეხეთის, უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლებისგან. მთლიანად ფესტივალი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: პირველ დღეს იყო ფესტივალის საზეიმო გახსნა, მეორე დღეს კონკურსი, ხოლო მესამე დღეს გალა კონცერტი, რომელსაც ქალაქის მერი და ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები დაესწრნენ”, – გვითხრა სამხარაძემ.