ახალი ამბები

ხაშურის მერმა პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. 

“მიხარია რომ სწორედ, ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რამაც უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მომცა. ეს სკოლა ყოველთვის ამაყობდა პროფესიული პედაგოგიური კოლექტივით, რაც ძალიან დასაფასებელია, ვულოცავ ამ და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას ახალ სასწავლო წელს. წარმატების და წინსვლის წელი ყოფილიყოს”, -აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა პირველკლასელები საკლასო ოთახებამდე მიაცილეს.

დატოვეთ კომენტარი