ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტში 43 200 ტონა ვაშლს და 45 000 ტონა პომიდორს ველოდებით – სააგენტო 

ქარელის მუნიციპალიტეტში 43 200 ტონა ვაშლს ველოდებით,  აქედან 16 540 მეორე ხარისხის ვაშლია, – ამის შესახებ “მოზაიკას” სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სპეციალისტი ლენგიზ ქვრივიშვილი ესაუბრა.

რაც შეეხება ბოსტნეულის კულტურებს, ლენგიზ ქვრივიშვილის თქმით,  მუნიციპალიტეტი 45 000 ტონა პომიდვრის მოსავალსაც ელოდება. 

“მეურნეობის წამყვანი დარგები ვაშლი და პომიდორია. ქარელის ტერიტორიაზე 3 340 ჰა ფართობზე ვაშლია გაშენებული. რაც შეეხება პომიდორს, ის 2 000 ჰექტარზეა გაშენებული და 45 000 ტონა მოსავალს ველოდებით”, – გვითხრა ქვრივიშვილმა. 

მისივე თქმით, ადგილობრივი ფერმერების მთავარ გამოწვევა მოსავლის რეალიზაციაა. 

“წელს ნაადრევი ვაშლის უხვი მოსავალი გვქონდა რეგიონში, რისი რეალიზაციაც ვერ მოხერხდა. საშემოდგომო ვაშლის მოსავალს ეხლა ველოდებით. მთავარი პრობლება რეალიზაციაა. არ იცის გლეხმა, თავისი პოდუქციის სად გაყიდოს. ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ვართ დამოკიდებული”, – გვითხრა ქვრივიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი