ხაშურელი დიმიტრი მულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან მოჭიდავეებს შორის, სადაც დიმიტრი მულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. იგი 58 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 8 ოქრო,5 ვერცხლი და 7 ბრინჯოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ინფორმაციისთვის, დიმიტრი მულაძე ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველია და პარალელურად სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა.
დატოვეთ კომენტარი