ხაშურის ანსამბლი “ოქროს ფარი” საერთაშორისო ფესტივალში 5 პრიზით დაჯილდოვდა. ანსაბლის წარმატებაზე “მოზაიკას” ხელმძღვანელი ნონა თედიაშვილი ესაუბრა.
“თავიდან ვიყავით ოზდერეში. იქ ვიცეკვეთ და გავმართეთ კონცერტი. როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდით, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენ ანსამბლს უკეთებენ საჩუქარს და 60 ადამიანი დასპონსორებულია სრულად მეორე ფესტივალზე. ასე მოვხვდით ქალაქ გაზიანთეფში, 5-დღიან ფესტივალზე”, – გვითხრა თედიაშვილმა.
ანსამბლის ხელმძღვანელის თქმით, ისინი სამშობლოში 5 პრიზით დაბრუნდებიან.
“საქართველო ხსნიდა და ხურავდა გრანდიოზულ გალა კონცერტებს..დიდი აღიარება მოვიპოვეთ და ხალხის მოწონება დავიმსახურეთ. საერთო ჯამში 5 პრიზი გვაქვს: 1 ოზდერეში და 4 გაზიანთეფში”. -ამბობს ნონა თედლიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი