ახალი ამბები

სპეცოპერაციის ფარგლებში, 30 წლამდე მამაკაცს მეჯვრისხევშიც აკავებენ

გორის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია გრძელდება. ამჟამად, სამართალდამცველები მეჯვრისხევში მუშაობენ.

“მოზაიკას” ინფორმაციით, პოლიცია 30 წლამდე მამაკაცის დაკავებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია დილიდან დაიწყო – ამ დროისთვის, პოლიციამ 3 პირი კომბინატის დასახლებაში, ვოლოგდის დასახლებასა და მეჯვრისხევში დააკავა. სამივე მათგანს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ედავებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.