Spam jam, სოფო საჟინიანი და ზაზა ნოზაძე ხაშურში იმღერებენ. ღონისძიებისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 500 ლარს დახარჯავს.
როგორც “მოზაიკას” მერიაში უთხრეს, მათ ღონისძიების ორგანიზებისთვის თანხა შპს “ჯთ ჰოლდინგს” გადაურიცხეს.
“ტენდერი გამოვაცხადეთ და გამარჯვებულ კომპანიას გადავურიცხეთ თანხა”, – გვითხრეს მერიაში.
ადგილობრივი სემსრულებლების კონცერტი ხაშურში 9 სექტემბერს არის დაგეგმილი. მუსიკალური საღამო კულტურისა და დასვენების პარკში 20:00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი