ელბაქიანთკარში გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულთა დახმარების საჭიროებაზე ქარელის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.
როგორც ჯუმბერ შუბითიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე კომისია ზარალს ითვლის.
“მისივე განმარტებით შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია და უახლოეს პერიოდში დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა კანონის მიხედვით ბიუჯეტიდან თითო ოჯახზე 4 000 ლარია გათვლილი ასეთ შემთხვევების დროს. ეს ამბავი პრემიერის დონემდეა მისული და ვიმედოვნებ, რომ სხვა სახის დახმარებაც გაეწევათ ამ ოჯახებს”, – აღნიშნა შუბითიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამავე სხდომაზე საკრებულოს გადაწყვეტილებით, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყოფილ თანხას 86 000 ლარი დაემატა.
დატოვეთ კომენტარი