გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ბრენდირებული პროდუქციის შესაძენად, რისთვისაც 25 400 ლარი გაითვალისწინა.
უწყებას სურს შეიძინოს ბრენდირებული კალმები, საშლელები, ბლოკნოტები, სასაჩუქრე ჩანთები და სხვადასხვა აქსესუარები წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია”/”Gori Municipality City Hall”.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია გეგმავს შეიძინოს:
- კალამი – 300 (სამასი) ცალი, სტანდარტული საწერი თეთრი ფერის კალამი, ლურჯი მელნით, დატანილი ლურჯი წარწერა “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
- ფანქარი – 300 (სამასი) ცალი, სტანდარტული ზომის თეთრის ფერი, საშლელით, ლურჯი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
- სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა (სიმაღლე/სიგანე) არანაკლებ 30X8სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით და წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge”
- სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა არანაკლებ 27X19X7სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge”.
- სასაჩუქრე მუყაოს ჩანთა – 200 (ორასი) ცალი, თეთრი ფერის, ლურჯი კანტით, ლურჯი თოკის სახელურით, ზომა არანაკლებ 37X25.5X8სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”. gori.gov.ge
- ჩანთა ნაჭრის – 100 (ასი) ცალი, გამოსაუხლების შესაძლო არე – A4, ლურჯი კანტით. ზომა არანაკლებ 38სმX40 სმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით, დატანილი წარწერა “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
- ბლოკნოტი საწერი კალმით – 150 (ასორმცდაათი) ცალი, A6, მასალა მუყაო, გორის მუნიციპალიტეტის გერბით და დროშით, დატანილი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
- ჭიქა გერბით და დროშით – 150 (ასორმცდაათი) ცალი, კერამიკა, სიმაღლე არანაკლებ 100მმ. დიამეტრი არანაკლებ 80მმ, არანაკლებ 350მლ.მოცულობა.
- თერმო ჭიქა გერბით და დროშით – 100 (ასი) ცალი, ლურჯი ფერის მეტალი, ხრახნიანი თავსახურით, არანაკლებ 350 მლ. მოცულობა დატანილი წარწერით “გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall”.
- მეხსიერების ბარათი USB ბარათის ფორმის – 100 (ასი) ცალი, მასალა პლასტმასი, ზომა არანაკლებ 8.3/4.3 სმ. მოცულობა არანაკლებ 16GB. პროდუქტზე ფერადი ფოტოს დატანა_ერთ მხარეს გორის მუნიციპალიტეტის გერბი, მეორე მხარეს დროშა.
- გულსაბნევი მეტალის (მინანქარი) – 100 (ასი) ცალი, სიგანე -1.5 სმ; სიგრძე 2.5 სმ.
- სტიკერი მოცულობითი მისაკრავი – 150 (ასორმოცდაათი) ცალი, მისაკრავი სტიკერი, ზომა არანაკლებ 60×60 მმ. გორის მუნიციპალიტეტის გერბით და დროშით.
- ბეიჯი ზონარით – 150 (ასორმოცდაათი) ცალი, ბეიჯი ზიპ ჩამკეტით პლასტიკური, წყალგაუმტარი არანაკლებ 100X80მმ. ზონარის გამოსაუხლების შესაძლო არე 1.2/10 სმ. გერბით და დროშით, წარწერით გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge.
- ბანერ კონსტრუქცია_როლაპო – 1 (ერთი) ცალი, კედლის ბანერი დასადგამი არანაკლებ 200×200 სმ. გერბით, დროშით ასევე წარწერით გორის მუნიციპალიტეტის მერია, Gori Municipality City Hall. gori.gov.ge
- გორის მუნიციპალიტეტის გერბი – 10 (ათი) ცალი, არანაკლებ 17X12სმ. ფერადი ორგმინა, ლაზერირებადი პლასტიკით და ხის სამაგრით.
- მინის გამჭვირვალე ორგმინა – 10 (ათი) ცალი, გორის მუნიციპალიტეტის რუკის გამოსახულებით და ხის სადგამით, მინის და ხის კომბინაცია, ზომა არანაკლებ 20X15სმ.
- საქართველოს სახელმწიფო გერბი – 1 (ერთი) ცალი, სიმაღლე არანაკლებ 60სმ, სამფეროვანი, ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.
- საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი – 5 (ხუთი) ცალი, სიმაღლე – არანაკლებ 60სმ. ნაწილობრივ სამფეროვანი ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.
- გორის მუნიციპალიტეტის გერბი 5 (ხუთი) ცალი, სიმაღლე არანაკლებ 50სმ. ორფეროვანი ლაზერირებადი პლასტიკი, ფერადი ორგმინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ პროდუქციის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი