კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ბოლო ორ თვეში 40-მდე საფლავი გაძარცვეს, – ამის შესახებ ადგილობრივებმა განაცხადეს და სოფელში საპროტესტო აქციაც გამართეს.
“ძვირადღირებული ქვები, მარმარილოებია წაღებული, მივმართეთ პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. ბოლო ორი თვეა იძარცვება საფლავები, მაგრამ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ”, – ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის მოსახლოება ამბობს, რომ მოპარულის გარდა, სასაფლაოზე წასაღებად გამზადებული ქვებიცაა, რომლის მოპარვაც ჯერ ვერ მოასწრეს.
დატოვეთ კომენტარი