შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო სექტემბრიდან ცხოველთა საყოველთაო აღწერას დაიწყებს, – ამის შესახებ “მოზაიკას” მიუსაფარ ცხოველთა მართვის საგენტოს დირექტორი, ბაქარ გიუნაშვილი ესაუბრა.
მისი თქმით, ცხოველთა აღწერა ეტაპობრივად მოხდება.
“თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და სქემის დახვეწის პროცესში ვართ. სექტემბრიდან კი უკვე პრაქტიკულ სამუშაოებს შევუდგებით. როგორი იქნება ამ სამუშაოს სპეციფიკა, როგორ უნდა მოხდეს შინაური და უსახლკარო ცხოველების პასპორტიზაცია და ერთმანეთისგან გამიჯვნა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი სააგენტო ახლო მომავალში ინფორმაციულ და განმარტებით განცხადებას გაავრცელებს და სამუშაოები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება”, – განაცხადა გიუნაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი