საევროტურნირო პაუზამდე, „დილა“ „ტორპედოსთან“ 1-4 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის განახლების შემდეგ გორელებმა კიდევ სამი მატჩი წააგეს მიჯრით : „დინამო“ ბათუმთან 0-1, „დინამო“ თბილისთან“ 0-3 და „სიონი“ ბოლნისთან 1-2.
ამჟამად, ჩემპიონატის 24-ე ტურის წინ, „დილა“ ზედიზედ 4 წაგებული მატჩითა და დაგროვილი 34 ქულით ჩემპიონატის მე-4 ადგილზე იმყოფება.
ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი, შიდა ქართლური კლუბი კი საევროტურნირო ზონას სულ უფრო შორდება.
მორიგ შეხვედრას „დილა“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ 30 აგვისტოს 21:00 საათზე გამართავს.
თუ გორელები ამ შეხვედრაშიც დამარცხდებიან და მიჯრით მე-5 მატჩს წააგებენ, 2011 წლის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი სერია იქნება შიდა ქართლური კლუბისთვის.
დატოვეთ კომენტარი