ქარელელმა ძიუდოისტმა, დავით ლომიტაშვილმა სარაევოში გამართულ მსოფილიო ჩემპიონატზე, ჭაბუკთა შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლომიტაშვილი 55 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ბრინჯაოს საბა საბაშვილი დაეუფლა.
ინფორმაციისთვის, დავით ლომიტაშვილმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, ხოლო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.
დატოვეთ კომენტარი