გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მოზაიკას” განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდრიებულია.
“უკვე ლიკვიდირებულია ხანძარი, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დატოვეთ კომენტარი