გორი – ტყვიავის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი