ახალი ამბები

“ბიტუმი აღარ არის” – ატენელებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი შეხვდა 

“ბიტუმი აღარ არის, საქართველოში აღარ იშოვება და სანამ არ შემოიტანენ, ვერ გაგრძელდება გზის რეაბილიტაცია”,- განაცხადა ტარიელ მაისურაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ატენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. 

ატენელებმა მოროგი საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გატაკეტეს. ისინი გზის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას ითხოვენ. ტარიელ მაისურაძემ მოსახლოებას განუმარტა, რომ სამუშაოები რამდენიმე დღეში განახლდება.

“ველაპარაკე კომპანიის წარმომადგენელს და გვითხრა, რომ ბიტუნი აღარ არის, სანამ არ შემოიტანენ, ვერ გაგრძელდება სამუშაოები. მე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მოვა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი და გაგცემთ პასუხს”, – განაცხადა ტარიელ მაისურაძემ. 

მოსახლოება გორის მერის ან მისი მოადგილეების მისვლას ითხოვდა, თუმცა ისინი ატენში ჯერჯერობით არ გამოჩენილან. 

ბიტუმი- ფისოვან ნივთიერებათა (ასფალტის, გუდრონის, ნავთობის და მისთ.) საერთო სახელწოდება.
დატოვეთ კომენტარი