სტატიები

პაატა გულიაშვილს შიდა ქართლის ტურნეს ფარგლებში ყველაზე მეტი თანხა გორის მერიამ გადაუხადა

პაატა გულიაშვილი ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონებში კონცერტებს მართავს. მომღერალმა უკვე ჩაატარა კონცერტი ხაშურსა და ქარელში, საიდანაც საერთო ჯამში 5500 ლარი მიიღო. 

ხაშურის მერიამ მას 2500 ლარი გადაუხდა, ხოლო ქარელის მერიამ 3000 ლარი. 

“სამეგობრო წრიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური საქმიანობა, დროთა განმავლობაში ეს სამეგობრო წრე გაფართოვდა და გადავწყვიტეთ გავსულიყავით რეგიონებში, პირადად შევხვედროდი ჩვენ გულშემატკივრებს. პროდუსერმა სპეციალურად შეარჩია ისეთი ქალაქები და სოფლები, სადაც ასეთი ღონისძიებები ხშირი არ არის. ვიყავით ხაშურში, ქარელში და  27 აგვისტოს, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში გვაქვს კონცერტი. ასევე ვიყავით დასავლეთ საქართვლოში იქაც რამდენიმე ქალაქში გვქონდა კონცერტი”, – ამბობს პაატა გულიაშვილი. 

მომღერალმა მეჯვრისხევში კონცერტი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოსთან შეთანხმებით დაგეგმა, სააგენტომ მას 5100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.


დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.