გორის მე-11 სკოლის პედაგოგმა, ლიკა მელთაურმა მასწავლებელთა კონპენტენციის დამადასტურებელი, წამყვანი მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა. ის აღნიშნულ სკოლაში ისტორიას ასწავლის.
“თავიდანვე გამოცდის გზით გადავწყვიტე სტატუსის მოპოვება, თუმცა პანდემიის გამო 2 წელი გადავადდა. ახლა გავედი, პირველივე მცდელობაზე წამყვანობის გამოცდა ჩავაბარე. სამწუხაროა, პირდაპირ მენტორი მასწავლებლისთვის საჭირო ქულა, რომ ვერ ავიღე, მაგრამ ყველა გამსვლელი მასწავლებელი დამეთანხმება, რომ არ გვიმეცადინია. მეტიც, ჩამოთვლილი საკითხები და გამოცდის მასალა დიდწილად სხვადასხვა იყო. ახლა, სტატუსის მოსაპოვებლად სხვა აქტივობებიც არის განსახორციელებელი, თუმცა დაუძლევი არაფერია. მენტორობას შემდეგ წელს ვცდი და მჯერა, გამომივა. წარმატებას ვუსურვებ ყველა მასწავლებელს!”, – ამბობს ლიკა მელთაური.
ინფორმაციისთვის, პედაგოგთა პროფესიული უნარებისა და ისტორიის გამოცდების შედეგები დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნდა.
გორის მე – 8 სკოლის პედაგოგმა მენტორი მასწავლებლის გამოცდა ჩააბარა