ახალი ამბები

გორის ხარების ტაძარში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარების ტაძარში, რომელიც წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, იგეგმება გარე ფასადის და ეკლესიის სახურავის განახლება.

სამუშაოები 17 აგვისტოს დაიწყო და მალე დასრულდება.

სარემონტო სამუშაოები მრევლისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება და მათ ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ ტაძარში სიარული.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები