ახალი ამბები

ხაშურში ბიბლიოთეკა გაიხსნა

ხაშურში  მინის ტარის დასახლებაში ბიბლიოთეკა გაიხსნა. 

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა.

“მინის ტარის დასახლებაში არსებული ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს მეტი ინფორმაციის როგორც მიღებას, ისე გავრცელებასა და ცოდნის დონის ამაღლებას. აქ ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც წიგნით და ბეჭდური მედიით, ასევე ინტერნეტით. იმედი გვაქვს, ეს საჯარო სივრცე ყველასთვის საყვარელი ადგილი გახდება“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბიბლიოთეკის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000-მდე ლარი დაიხარჯა. მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მოხდა საოფისე ინვენტარისა და ტექნიკის შეძენაც.

მერიის თქმით, ბიბლიოთეკით 2000-მდე ადამინი ისარგებლებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი