შინდისში 17 გმირის მონუმენტი აღმართეს. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მონუმენტი საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს.
მონუმენტი დღეს, 11 აგვისტოს შინდისის გმირების მემორიალთან ახლოს სიმბოლურად აღმართეს.
“საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს და იქნება გახსნაც”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, მონუმენტის დასამზადებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 930 ათასი ლარი თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.
მონუმეტნი ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებებისგან შედგება.
დატოვეთ კომენტარი