ახალი ამბები

5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ცოცხნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცოცხნარამდე მისასველი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 599 999 ლარს შეადგენს,

“სოფელ ცოცხნარამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა პირველად ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: ასფალტის საფარის დაგება, მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა,  საგზაო ნიშნების დახაზვა-დადგმა.

სამუშაოები ასევე ითვალისწინებს სოფელ ცოცხნარამდე და ქემფრამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას.

სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები