ახალი ამბები

გორში ცეცხლსასროლი იარღის უკანონო შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს 

გორში ცეცხლსასროლი იარღის უკანონო შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე 8 ადამიანი დააკავეს. 

“შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული ზ.ი., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს, 1963 წელს დაბადებული გ.ჩ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნა, ასევე, მჭიდები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.