სტატიები

“ალტ – ინფო” კრიზისშია – დაიხურება თუ არა რეგიონული ოფისები

ტელევიზიას “ალტ-ინფო” ფინანსური კრიზისი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ამის გამო, უახლოეს მომავალში საქმიანობის შეჩერება მოუწიოთ.  ასევე მოსალოდნელია, რომ რეგიონებში პარტიის ოფისებიც დახუროს. 

“კონსერვატიული პარტიის” გორის ფილიალში ფინანსურ პრობლემებს ადასტურებენ, თუმცა იმედი აქვთ, რომ ოფისის დახურვა არ მოუწევთ. 

“ალტ-ინფო” აქამდეც ყოფილა რთულ სიტუაციაში, მაგრამ ხალხის გვერდში დგომის ხარჯზე ყველაფერი კარგად დასრულებულა. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხის დახმარების შედეგად ალტ-ინფო ფუნქციონირებას არ შეწყვეტს”, – ამბობს ზურაბ ანიაშვილი. 

ფინანსური კრიზისის გამო ოფისის შესაძლო დახურვას არ ადასტურებენ ქარელში. “ალტ-ინფოს” წარმომადგენელი ქარელში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ოფისების დახურვაზე სიმართლეს არ შეესაბამება. 

“ოფისი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას, გავრცელებული ინფორმაცია რეგიონებში ოფისების დახურვის შესახებ “ფეიკი” იყო. ჩვენ ქარელის მასშტაბით ბევრი მხარდამჭერი გვყავს და მათი იმედიც გვაქვს ამბობს”, – დავით დავითაშვილი

არსებული ინფორმაციით, რეგიონულ ოფისებში დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ხელფასს ვეღარ გადაუხდიან. ფინანსური კრიზისის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს და საზოგადოებას დახმარება სთხოვეს.

“ალტ-ინფოს” რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ ლიბერალური დიქტატურის ხელში ყველაფერია შესაძლებელი. ამ წუთის მდგომარეობით, ხელფასების პრობლემა შემდეგი თვიდან პრობლემა გახდება, მაგრამ დღის ბოლოს და ხვალ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით”, – განაცხადა კოკა მორგოშიამ. 

მისივე ინფორმაციით, მათ დახმარების თხოვნით რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებსაც მიმართეს . 

შეგახსენებთ, რომ ალტ-ინფო პრორუსული ტელევიზიაა, მისი ხელმძღვანელობის დაფუძნებულია პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების წახალისებისა და რუსული ნარატივის გავრცელებითაა დაკავებული.  პარტიის მთავარი იდეოლოგია რუსეთთან მოლაპარაკება და თანამშრომლობაა. პარტიის დაფუძნების დღეს, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ  “საქართველოში უნდა დამყარდეს ქრისტიანული დემოკრატია ლიბერალური დემოკრატიის მაგივრად”. 

დატოვეთ კომენტარი