სტატიები

ვინ არის ბერმონაზონი, რომელმაც ყინწვისში საძოვრები შემოიღობა

ყინწვისში, ადგილობრივები ამბობენ, რომ მამათა მონასტრის ბერმონაზონმა ნაომიმ დაახლოებით 1 ჰა ფართობი საძოვრები თვითნებურად შემოღობა და ლობიო დათესა. მოსახლეობა კი საძოვრების გარეშე დატოვა. ადგილობრივების თქმით, ამის გამო მამაოსთან დაპირისპირება რამდენჯერმე მოუხდათ.

“მაგალითად, მენახირეს საქონელი გაექცა შემოღობილი საძოვრისკენ და მღვდელმა ერთი ამბავი დააღწია, ჩხუბი მოუვიდათ”, – ამბობენ სოფელში.

საძოვრების გამო ადგილობრივებსა და მამაოს შორის კონფლიქტი გასულ წელსაც იყო. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მამა ნაომიმ ფერმის ასაშენებლად, საძოვრებისა და ტყესთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. 

ვინ არის მამა ნაომი?

ყინწვისის მამათა მონასტრის ბერმონაზონ ნაომის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს. ინტერნეტში მის შესახებ ძირითადად სხვადასხვა დროს მომზადებული მასალები იძებნება, რომლებიც ისე საძოვრების მითვისებას ეხება. ასევე, არსებობს ინფორმაცია, რომ ის ხალხს სხვადასხვა დაავადებებისგან კურნავს.

ადგილობრივების გადმოცემით მამა ნაომი ყინწვისში 1998 წლიდან მოღვაწეობს. მას ხშირად სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

“ახლა ყინწვისში ვიყავი, ბერი მამა ნაუმი, სასწაულებს ახდენს, მოჰყავთ სიმსივნით დაავადებულნი და განკურნებულებს უშვებს, უამრავი ადამიანი განკურნა სხვადასხვა დაავადებისგან, საკუთარ თავზე გამოვცადე, წელი საშინლად მაწუხებდა, ძლივს ავედი, დამლოცა, აღარც წელი მაწუხებს და აღარც მუხლი”, – წერდნენ მის შესახებ სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ მასთან მისულ მედიის წარმომადგენლებს მამა ნაომიმ ინტერვიუზე უარი უთხრა და ტაძარი დაატოვებინა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები