სტატიები

გორის მერის, მოადგილეების, თანაშემწეების და მრჩევლების ხელფასებზე თვეში 20 000₾ იხარჯება

გორის მერის, მოადგილეების, თანაშემწეების და მრჩევლების ხელფასებზე ყოველ თვე 20 150 ლარი იხარჯება.

მერიის ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2 მოადგილე, 2 თანაშემწე და 2 მრჩეველი ჰყავს:

  • პირველი მოადგილე – 4 400 ლარი;
  • მეორე მოადგილე – 3 850 ლარი;
  • თანაშემწე – 1 700 ლარი;
  • თანაშემწე – 1 250 ლარი;
  • მრჩეველი – 2 200 ლარი;
  • მრჩეველი – 1 250 ლარი.

რაც შეეხება თავად გორის მერს, მისი ხელფასი 5 500 ლარია.

საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა გორის მერის მრჩევლების განსხვავებულ ხელფასებს. ხინჩეგაშვილის მრჩევლებად მუშაობენ დავით ცერცვაძე და თევდორე მაყაშვილი. ამ უკანასკნელის ხელფასი პირველისას 950 ლარით აღემატება. 

ამასთან კავაშირებით მაყაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა – ის ლადო ხინჩეგაშვილთან ახლო მეგობრობას ადასტურებს, თუმცა, განმარტავს, რომ მაღალი ხელფასი მას არა მერთან ახლო მეგობრობის, არამედ მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების გამო დაენიშნა.

დატოვეთ კომენტარი