ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ორი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილის თანამდებობას ვლადიმერ სულაქველიძე იკავებს, მეორე მოადგილე ნათია მაწონაძეა.
ვლადიმერ სულაქველიძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასულ წელს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ქარელში და 3130 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიაანთკარში, რომელიც 2019 წელს 1500 ლარად შეიძინა.
დეკლარაციის მიხედვით, სულაქველიძემ ერთ წელში ხელფასის სახით 19539 ლარი მიიღო.
ვლადიმერ სულაქველიძეს მიმდინარე წელს ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
რაც შეეხება ნათია მაწონაძეს, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე არანაირი უძრავი და მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. შემოსავლებში მითითებული აქვს ერთ წელში მიღებული ხელფასის ოდენობა, რომელიც 16 401 ლარს შეადგენს.