ახალი ამბები

თეა ადუაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თეა ადუაშვილს, რომელსაც ექიმებმა მწვავე მენინსკი დაუდგიგინეს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

როგორც თეა ადუაშვილი გვიყვება, მან უსახსრობის გამო სათანადო მკურნალობა ვერ ჩაიტარა მუხლზე, მდგომარეობა გაუარესდა და მუშაობას ვერ ახერხებს.

“ბევრი მკურნალობა ჩავიტარე, გავიკეთე სხივები. ძალიან რთულ მდგომარეობაში მაქვს მუხლი, გადაადგილებაც მიჭირს. ყველამ იცის, რომ სახლების დალაგებით ვირჩენ თავს და ჩემი ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს არის. ახლა კი, სახლებს ვეღარ ვალაგებ, ვერც ოპერაციისთვის ვაგროვებ თანხას და ოჯახსაც ვეღარ ვინახავ. ბოლო კვლევაზე როდესაც ვიყავი, მითხრეს, რომ მაქვს ორი არჩევანი – ან ოპერაცია გავიკეთო, რის შემდეგაც მძიმე სამუშაოა ვეღარ შევასრულებ და დალაგებებზე ვეღარ ვიმუშავებ, ან მოვიღო ძვირადღირებული პრეპარატები, რისი საშუალებაც არ მაქვს. თხოვნა მაქვს საზოგადოებასთან, ვინც მიცნობს, ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანოს, დამეხმარნონ, რომ კვლავ შევძლო ჩემი საქმიანობის გაგრძელება, და ჩემი სამი შვილის შენახვა”, – ამბობს თეა ადუაშვილი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშზე: GE53TB7053445064300005

დატოვეთ კომენტარი