ახალი ამბები

1 ჰექტარი ფართობის საძოვრები ყიწვისში მღვდელმა შემოიღიბა და ლობიო დათესა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში სოფლის საძოვრები მღვდელმა შემოიღობა.

როგორც ადგილობრივები “მოზაიკას” უყვებიან, საუბარია 1 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა მღვდელს ლობიო აქვს დათესილი. 

“ლობიო დათესა ისე, რომ სოფლის მავხოვრებლებისთვის არაფერი უკითხავს. როდესაც ხალხმა მივაკითხეთ, მღვდელმა ასეთი პასუხი გაგვცა, წელს ლობიო დავთესე, მოსავალს ხომ არ გავაფუჭებ, მომავალ წელს დაგიბრუნებთ მიწასო”, – ამბობენ სოფელში. 

მათი თქმით, ამ ფაქტს სოფელში კონფლიქტი რამდენჯერმე მოჰყვა.

“მაგალირად, გუშინაც მენახირეს საქონელი გაექცა შემოღობილი საძოვრისკენ და მღვდელმა ერთი ამბავი დააღწია, ჩხუბი მოუვიდათ.”

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება სოფლის რწმუნებულს მერის წარმომადგენელს ზაზა ელბაქიძეს სთხოვეს.

“ელბაქიძეს რომ დაურეკეთ, ადგილზეც კი არ მოვიდა, შემოგვითვალა, მიდით, მამაოსთან გაერკვიეთ, რა ხდება და მერე მოვალ მეცო. სოფლის ახალგაზრდობა რომ ავედით მამაო დაგვემალა ასე გვითხრეს სალოცავად არის წასულიო”.

ასეთი ვითარება სოფელში 5-6 თვეა გრძელდება. ადგილობრივებს საქონელი საბალახოთ სოფლისგან მოშორებით დაგვყავს.

ზაზა ელბაქიძეს “მოზაიკას” დაუკავშირდა, თუმცა როგორც გვითხრა, მან ეს თანამდებობა 2 თვის წინ დატოვა და არც ამ ამბის დეტალები იცის. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები