ახალი ამბები

ვიდეოკონკურსის “მომავალი განათლებაშია”  ერთ-ერთი გამარჯვებული მარიამ მუკვანია

ვიდეოკონკურსის “მომავალი განათლებაშია”  ერთ-ერთი გამარჯვებული მარიამ მუკვანია. ის კონკურსში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა. 

მარიამმა კონკურსზე წარადგინა ვიდეო, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება, “მომავალი განათლებაშია, განათლება თავისუფლებაშია!”

კონკურსის კიდევ ორი გამარჯვებული ჰყავს: 

ანი ჯანელიძე, ქუთაისი N7 საჯარო სკოლა

მარიამ ჩაგუნავა, თბილისის N182 საჯარო სკოლა

ვიდეო კონკურსი განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამოცხადდა. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო.

დატოვეთ კომენტარი