ბიისში პავლიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს ხის კოტეჯი გადასცეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოჯახი წლების განმავლობაში ავარიულ სახლში ცხოვრობდა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, ზაურ პავლიაშვილის ოჯახი მოინახულა და პროდუქტები ჩაუტანა. პავლიაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს, გორის მერიისგან ახალი საცხოვრისი გადაეცა. ხის კოტეჯი მერიამ პავლიაშვილებს სოფელ ბიისში, საკუთარ ეზოში აუშენა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მერიამ 2022 წელს ახალი საცხოვრისით სამი სოციალურად დაუცველი ოჯახი დააკმაყოფილა.
დატოვეთ კომენტარი